
AHT – ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი!
AHT – ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი!
პირველად საქართველოში, 2024 წლის 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“, ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU მასპინძლობით, ჩატარდა ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი თემაზე – „ჯანდაცვისა და პერსონალური სერვისების უსაფრთხოება და ხარისხი“.
აღნიშნულ კონგრესზე მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის თანამშრომლები.
ექთნების პირველი საერთაშორისო კონგრესი მიეძღვნა საექთნო პროფესიაში არსებულ გამოწვევებს, სფეროს სტანდარტების დანერგვის თანამედროვე მეთოდებს, ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურების პროფესიული განვითარების საკითხებს.
საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ქართველმა ექთნებმა უმასპინძლეს, როგორც კოლეგებს, ასევე დარგის ექსპერტებს – ამერიკიდან, ევროპისა და აზიის არაერთი ქვეყნიდან.







თეგი:WordPress



