
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის კოლეგიალური ვიზიტი
2026 წლის 5–6 ივნისს, ბათუმში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის კოლეგიალური ვიზიტი თემებზე: „პროფესიული ორიენტაცია, დისტანციური სწავლება და ადმინისტრაციული წარმოებების ანალიზი“, რომელშიც 23 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, გააზიარეს პრაქტიკული გამოცდილება პროფესიული ორიენტაციის, დისტანციური სწავლების ორგანიზებისა და მართვის მიმართულებით, ასევე განიხილეს ავტორიზაციის, პროგრამების დამატებისა და მონიტორინგის ადმინისტრაციული წარმოებების ტენდენციების პირველადი ანალიზის შედეგები.
აღნიშნულ კოლეგიალურ ვიზიტს ესწრებოდნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლები.





თეგი:WordPress



