
საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საექთნო უნარების პირველი ეროვნული კონკურსი — „პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება“, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა პროფესიული განათლების მაღალი სტანდარტები, მნიშვნელობა და განვითარების დიდი პოტენციალი.
კონკურსში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას საექთნო საქმის პროფესიული პროგრამის სტუდენტები —
მარიტა ანანიძე
სალომე ბაინდურაშვილი
რომლებმაც ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი ცოდნა, პროფესიული უნარები და კოლეჯის სახელი.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პროფესიულ სტუდენტებს პასუხისმგებლობისთვის, მონდომებისა და თავდადებისთვის. თქვენ ღირსეულად წარმოადგინეთ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა და კიდევ ერთხელ დაგვანახეთ პროფესიული განათლების მნიშვნელობა და ხარისხი. ვამაყობთ თქვენი მიღწევებით და გისურვებთ მომავალ პროფესიულ საქმიანობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას, განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას!





თეგი:WordPress



