
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სამუშაო შეხვედრა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა რეგიონული სამუშაო შეხვედრა თემაზე: „ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პერსონალის განათლებისა და რეგულირების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა) ექიმებისა და ექთნების განათლებისა და რეგულირების სისტემების განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან სივრცეს, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში სამედიცინო და საექთნო განათლების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამედიცინო და საექთნო განათლებაზე, პაციენტთა უსაფრთხოებასა და პროფესიული ეთიკის საკითხებზე, ასევე საუკეთესო პრაქტიკების ურთიერთგაზიარებაზე.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას და ჯანდაცვის სფეროში საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო პრაქტიკებთან ინტეგრაციის გზით.





თეგი:WordPress



