
საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან
მიმდინარე წლის 9 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა დასაქმების ხელშეწყობა და სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციის გაადვილება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს გააცნეს სააგენტოს მიერ შემუშავებული სტაჟირებისა და პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროში, კარიერის კონსულტანტებმა დამსწრეებს გაუზიარეს პრაქტიკული რეკომენდაციები საკვალიფიკაციო გასაუბრების წარმატებით გავლისა და პროფესიული განვითარების შესახებ.





თეგი:WordPress



