
მასწავლებლების პროფესიული განვითარების მექანიზმების პილოტირება
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მექანიზმების პილოტირება დაიწყო.
საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია ახორციელებს პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მექანიზმების პილოტირებას, რომელშიც ჩაერთო საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა.
მიმდინარე წლის 9 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ეწვია კერძო კოლეჯების ასოციაციის წარმომადგენელი – შორენა ხაჭაპურიძე, რომელიც შეხვდა კოლეჯის პროფესიულ მასწავლებლებს და გააცნო თვითშეფასების პროცესი.
თვითშეფასების პროცესი განხორციელდება ელექტრონული პლატფორმის საშუალებით და ეფუძნება პროფესიული განათლების ახალ სტანდარტს.












