
ახალი სასწავლო წელი საგაზაფხულო მიღების პროფესიული სტუდენტებისათვის.
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი საგაზაფხულო მიღების პროფესიული სტუდენტებისათვის.
პროფესიულ სტუდენტებსა და კოლეჯის ადმინისტრაციას შორის შედგა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პროფესიულ სტუდენტებს გააცნეს კოლეჯის მისია, ხედვა, ღირებულებები, სტუდენტის უფლება-მოვალეობები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები.
ადმინისტრაციის წევრებმა პროფესიულ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.











