სიახლეები

16:22 / 26 ივლ. '13
შეხვედრა ონლაინ და დისტანციული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან
23 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“ კერძო კოლეჯების ასოციაციის ეგიდით შედგა შეხვედრა ონლაინ და დისტანციული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ბატონ დავით ველიაშვილთან. კერძო კოლეჯები მალე გაეცნობიან ონლაინ სწავლების პრინციპებს და განიხილავენ ცენტრის პროგრამების საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობის საკითხს. ასოციაცია რეკომენდაციას უწევს წევრებს ეწვიონ ვებ-გვერდს www.teach.ge და შეიქმნან წარმოდგენა ცენტრის მიერ შეთავაზებული სერვისების შესახებ. ასევე შედგა შეხვედრა პროფესიული და ინკლუზიური განათლების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან ქ-ნ ლია გოგიჩაიშვილთან და დირექტორთა საბჭოს წევრთან ბატონ გოჩა ვარდოსანიძესთან. განხილულ იქნა თანამშრომლობის ცალკეული ასპექტები. აგვისტოს პირველ ნახევარში გაიმართება ერთობლივი სამუშაო შეხვედრ სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირთათვის სარეკომენდაციო პროფესიული კვალიფიკაციების შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.

© Copyright 2020 College Panacea