გალერეა
1 ივნისი 2014
"ART ფესტივალი"

 

მთავარი
სიახლეები
12:41 / 07 ივნ. '13
HR ტრენინგი

5-6 ივნისს ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა ადამიანური რესურსების მართვის ტრეინინგი პროფესიული სასწავლებლების მენეჯერებისათვის.
ტრეინინგი შეეხებოდა ადამიანური რესურსების მართვის ზოგად ნაწილს, ადამიანური რესურსების მართვის, პერსონალის სწავლებისა და განვითარების დაგეგმარებას, მათთვის დამატებითი ტრეინინგებისა და გადამზადების საჭიროების განსაზღვრას, შეფასებასა და ანალიზს, პერსონალის შერჩევის მეთოდებს, ტექნიკებსა და მიდგომებს. ტრეინინგზე განხილული იყო HR–ის როლი თანამედროვე ბიზნეს გარემოში და რაც მთავარია, პროფესიულ სასწავლებლებში. ამასთან, შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ სიტუაციური ამოცანების მეშვეობით პრაქტიკულად გაეანალიზებინათ მიღებული თეორიული ცოდნა.
ტრეინინგს ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო ჩომახაშვილი. ტრეინინგის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-05-13 17:33:23