სიახლეები

16:22 / 17 ოქტ. '12
ედუარდა კასტრო–ბრანკოს ვიზიტი
ევროპის განათლების ფონდის საქართველოს მხარის მენეჯერმა, ედუარდა კასტრო-ბრანკომ, მოინახულა თბილისში მოქმედი რამოდენიმე კერძო საზოგადოებრივი კოლეჯი, მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“, შეხვდა მათ წარმომადგენლებს. დაინტერესდა თითოეული დაწესებულების ინფრასტრუქტურით და სასწავლო პროგრამებით. კოლეჯების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს პროფესიული განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრის ბოლოს „საქართველოს ბიზნეს აკადემიის“ საზოგადოებრივი კოლეჯის რექტორის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია „ დამსაქმებლებისა და კოლეჯების ურთიერთობათა ასპექტები“. შეხვედრა ორგანიზებული იყო “ საქართველოს დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ასოციაციის" მიერ.

© Copyright 2020 College Panacea