გალერეა
15 ოქტომბერი 2019
ტრენინგი

 

მთავარი
სიახლეები
20:32 / 12 ივნ. '20
შეხვედრა პანდემიის შემდგომ ამოქმედებასთან დაკავშირებით

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პანდემიის შემდგომ ამოქმედების გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად კოლეჯების დირექტორებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს საგანამანათლებლო სივრცეში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც კოლეჯები აღმოჩნდნენ. გაიმართა დისკუსია და კოლეჯებმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მათთვის საინტერესო საკითხებზე კონსულტაცია მიიღეს.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული განათლების მიწოდების სპეციფიკა, რომელიც რეალურ და სიმულირებულ სამუშაო გარემოში სწავლებას გულისხმობს, საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას. შესაბამისად გადაწყდა, რომ სამინისტროები იმუშავებენ რეკომენდაციებში უფრო მეტად მოქნილი ალტერნატივების დამატებაზე, რაც პროფესიული განათლების მრავალდარგოვან ბუნებას უკეთ მოერგება და კოლეჯების უსაფრთხო ოპერირებას შეუწყობს ხელს.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2020-07-01 19:27:13