გალერეა
13 ივლისი 2018
პოლონეთში ვიზიტი

 

მთავარი
სიახლეები
17:19 / 02 დეკ. '19
მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერა

27-29 ნოემბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით , მოდულური და დუალური პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის ფარგლებში კერძო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრები, რომელსაც საზოგადოებრივმა კოლეჯმა პანაცეამ უმასპინძლა.

სამუშაო შეხვედრებზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, როგორიცაა დაწესებულების სტრუქტურული მოწყობა ახალი სტანდარტების პირობებში, ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქციები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სტუდენტთა შეფასების ვერიფიკაციის პილოტირების შედეგები, ფორმალური განათლების აღიარების პილოტირების შედეგები, ზოგადი განათლების ინტეგრირების საკითხები, პროგრამების შედგენის ელექტრონული სისტემის კონცეფცია, სტუდენტის შეფასების განახლებული გზამკვლევი და სხვა.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2020-01-26 19:13:00