გალერეა
21 სექტემბერი 2018
მულტიპლიკატორის სერტიფიკატი

 

მთავარი
სიახლეები
18:05 / 10 ივლ. '19
სიმპოზიუმი თემაზე: „გერიატრიული პაციენტის პრობლემების საექთნო მართვა“.

საქართველოს კარიტასისჯანმრთელობის დაცვის პროგრამამ ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ერთად გამართა სიმპოზიუმი თემაზე: „გერიატრიული პაციენტის პრობლემების საექთნო მართვა“.

სიმპოზიუმის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს კარიტასის ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი გაიოზ ყუბანეიშვილი და ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი კორნელია კლიხელდორფი.

 ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული მასწავლებლები: ხათუნა მაისაია, ნათელა კახნიაშვილი, მადლენა დეკანოიძე და მარინა კიკაჩეიშვილი. ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა სიმპოზიუმის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაციები გერიატრიული პაციენტის მდგომარეობის შეფასების, მოვლისა და მკურნალობის სიახლეების შესახებ.

პროფესორმა კორნელია კრიხელდორფმა, დოქტორმა ბერნჰარდ ჰაიმბახმა და პროფესორმა ინეს  ჰიმმელსბახმა ყურადღება გაამახვილეს მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე გერიატრიული პაციენტის მოვლაში და დაასახელეს ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც თან სდევს ასაკის მატებას.

პრეზენტაციების შემდგომ გაიმართა დისკუსია, სადაც საქართველოს სამედიცინო კოლეჯების წარმომადგენლებმა გერმანელ სტუმრებს კითხვა-პასუხის რეჟიმში  დაუსვეს მათთვის საინტერესო შეკითხვები და გერიატრიული პაციენტის სხვადასხვა მდგომარეობები განიხილეს. მსგავსი ტიპის ღონისძიება პირველი არ გახლდათ და მომავალშიც იგეგმება.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13