გალერეა
31 იანვარი 2018
სკოლა, როგორც სწავლის ადგილი“ და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი “

 

მთავარი
სიახლეები
17:33 / 21 ივნ. '19
ქათულ-გერმანული პროფესიული განათლების დღეები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს და საქართველოში გერმანიის ფედერალური რესპულიკის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები. 
ქართულ-გერმანული დღეების ფარგლებში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „უნარები საქართველოსთვის - პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები“ 
კონფერენციას ესწრებოდა150-მდე ექსპერტი და მოწვეული სტუმარი, სადაც განხილულ იქნა პროფესიული განათლების მნიშვნელოვანი საკითხები. შეიქმნა შემდეგი სამუშაო ჯგუფები: 
✔️არაფორმალური პროფესიული განათლება და ზრდასრულთა განათლება;
✔️უწყვეტ განათლებას, ზრდასრულთა მომზადებასა და გადამზადებას, ასევე სტრატეგიებს მოკლევადიანი კურსებისთვის;
✔️ახალი პროფესიული უნარები საქართველოში;
✔️კერძო სექტორის ჩართვა პროფესიული განათლების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
✔️პალატების და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობას დაგეგმვასა და ხარისხის უზრუნველყოფაში, ასევე, საჯარო და კერძო-საჯარო დიალოგის და კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას;
✔️პროფესიული განათლების როლს იმ უნარების შესაძენად, რომელიც საჭიროა ხვალინდელი ეკონომიკისათვის, დიგიტალიზაციის ხელშესაწყობად, სტარტაპებისა და მეწარმეების მხარდაჭერისათვის;
✔️შრომითი მიგრაცია და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია;
✔️არაფორმალური პროფესიული განათლება და ზრდასრულთა განათლება;
ერთ-ერთი ჯგუფის მოდერატორი გახლდათ საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე მაია ჩიხლაძე. კონფერენციაზე გერმანელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს პროფესიული განათლების ახალი უნარების მიმართულებით გამოცდილება გაუზიარეს . ჯგუფებში აგრეთვე, განხილულ იქნა დუალურ პროფესიულ განათლებაში კომპანიების ჩართულობის გაზრდა.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13