სიახლეები

11:08 / 11 ივნ. '19
შეხვედრა თემაზე “კარიერული წინსვლის საკითხები: მეწარმეობა vs. დასაქმება”

 

5 ივნისს, „Know How Training Center”-ის ტრენერი დავით დარსაველიძე შეხვდა საზოგადოებრივ კოლეჯ “პანაცეას” სტუდენტებს. შეხვედრის თემა გახლდათ “კარიერული წინსვლის საკითხები: მეწარმეობა vs. დასაქმება”. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მეწარმეობისა თუ დასაქმების თავისებურებები, მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, კარიერის სწორად დაგეგმვა, წარმატების რეცეპტები. 
შეხვედრამ სტუდენტთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბ-ნ დავითს.

© Copyright 2020 College Panacea