გალერეა
9 თებერვალი 2016
ჯანდაცვის დარგობრივი საბჭოს სხდომა

 

მთავარი
სიახლეები
09:52 / 07 ივნ. '19
სტუდენტთა დასაქმება ფარმაცევტულ კომპანია გეფაში

 შპს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას, ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამის სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების მიზნით, საქართველოში ერთერთ წარმატებულ ფარმაცევტულ კომპანია გეფასთან (ყოფილი „ჯიპისი“) აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა. 
თანამშრომლობის მიზანია მომზადდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტის ფარმაცევტი, რომელიც შეძლებს მომხმარებლისთვის მაღალი დონის მომსახურების გაწევას, სრულყოფილი და ამომწურავი კონსულტაციის მიწოდებასა და ასევე ფართო არჩევანის შეთავაზებას. 
რაქტიკული სწავლება იწყება პირველი სასწავლო წლიდან და მას ახორციელებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებსაც კოლეჯის მხრიდან სისტემატურად უტარდებათ სწავლებისა და სტუდენტთა შეფასების ტრენინგები. პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების პროცესში ხდება საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტთა შერჩევა, რომლებსაც კომპანია ასაქმებს სააფთიაქო ქსელში.
წელს ფარმაცევტის თანაშემწის პირველი სასწავლო წლის სტუდენტთაგან კომპანიის მიერ შეირჩა 9 სტუდენტი, 
რომლებმაც დაიწყეს მუშაობა თბილისში , ფარმაცევტულ კომპანია გეფაში,რომელიც ამჟამად აერთიანებს ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებს.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-10-05 11:03:58