სიახლეები

10:47 / 28 სექ. '18
„დაჩექინდი“ და იყავი ხელმისაწვდომი პოტენციური დამსაქმებლისთვის – საზოგადოებრივი კოლეჯი „პანაცეა“

 

27 სექტემბერს საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“ საგანმანათლებლო პორტალ EDU.ARIS.GE-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციის გაზრდას და სტუდენტთა დასაქმების გამარტივებას ეხებოდა.

პრეზენტაციას „პანაცეას“ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მენეჯერებმა დამსწრე საზოგადოებას EDU.ARIS.GE-ზე პროფესიული განათლებისთვის შექმნილი  ახალ გვერდი– edu.aris.ge/tvet გააცნეს, რომელზეც ამჟამინდელ და ყოფილ სტუდენტებს საშუალება აქვთ დაჩექინდნენ და, სურვილის შემთხვევაში, ატვირთონ საკუთარი CV პოტენციური დამსაქმებლებისთვის.

აღნიშნული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, სტუდენტების ნაწილი წარმატებით დაჩექინდა სპეციალურად „პანაცეასთვის“ შექმნილ მიკროგვერდზე.

პრეზენტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) ფარგლებში გაიმართა, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში შექმნილ გვერდზე ასევე განთავსებულია 60 პროფესიული სასწავლებლის 350-მდე მოდულურ-დუალური პროგრამა და სხვა დეტალები.

© Copyright 2020 College Panacea