სიახლეები

09:05 / 01 მაი. '18
განათლების ფორუმი

 2018 წლის 29 აპრილს, ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელში განათლების ფორუმი ჩატარდა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლის დირექტორებმა და პედაგოგებმა.

განათლების ფორუმის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პედაგოგიური გამოცდილება, განიხილეს სასწავლო პროცესის გარემოსა და მართვის გაუმჯობესების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობების, თანასწორუფლებიანობის, ტოლერანტობის, ბულინგის პრობლემატიკა და ქცევის წესების მართვის მნიშვნელოვანი საკითხები.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაციები, დისკუსია, კითხვა/პასუხი, ჯგუფური მუშაობა და სხვა. ფორუმის მონაწილეები მცირე ჯგუფებში შემუშავებული მასალები გაუზიარეს ერთმანეთს. ფორუმის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 ფორუმს ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე.

© Copyright 2020 College Panacea