სიახლეები

11:18 / 17 ნოე. '17
ვიზიტი ტალინში

 საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას წარმომადგენლები -ვასილ კიკნაძე, მაია ჩიხლაძე, დალი კალაძე და თამილა ბერიძე , იმყოფებოდნენ ტალინის ჯანდაცვიც კოლეჯის მესამე 
საერთაშორისო კვირეულზე ( The 3rd Joint International Week of Tallinn Health Care College). 
კოლეჯის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი კვირეულის ფარგლებში საექთნო საქმის, ბებიაქალის, კბილის ტექნიკოსის, ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამებთან დაკავშირებულ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში; გაეცნენ კვირეულში მონაწილე ევროპული ქვეყნების: ლატვიის, ფინეთის,უნგრეთის, ბულგარეთის, ავსტრიის და ინგლისის საექთნო საქმის და ბებიაქალის პროგრამების სტრუქტურას, განხორციელების სპეციფიკას და შეფასების მეთოდებს, ასევე პროფესიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
ტალინის ჯანდაცვის კოლეჯთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს ერთობლივი პროგრამების განხორციელებას და 
გაცვლით პროექტებს . 
2018 წელს იგეგმება ესტონელი პარტნიორების ვიზიტი საქართველოში.

© Copyright 2020 College Panacea