გალერეა
4 ივნისი 2019
დასაქმების ფორუმი ბათუმში

 

მთავარი
სიახლეები
11:42 / 11 ოქტ. '17
სტუმრად საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯში

 2017 წლის 11 ოქტომბერს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლები დაესწრნენ  პროექტი "საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია დეკორატიული მებაღეობის პროფესიის მაგალითზე" დასკვნით შეხვედრას საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯში.
შეხვედრაზე სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია პროექტის მიმდინარეობის, მასში ჩართული დაწესებულებებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც შემუშავდა პროექტის ფარგლებში. 
შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეოკლიპი, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.
აღნიშნული პროექტი 2017 წლის 12 აპრილს დაიწყო და 12 ოქტომბერს დასრულდა,პროექტის ფარგლებში კოლეჯმა 20 საჯარო სკოლის 350-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა და უფრო ახლოდან გააცნო დეკორატიული მებაღეობის პროფესია.
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" (ISWD) პროექტის მიერ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07