სიახლეები

09:49 / 19 ივლ. '17
ჯანდაცვის დარგობრივი საბჭო

მიმდინარე წლის 18 ივლისს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულების დარგობრივი საბჭო. საბჭოსმდივანი გახლდათ საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი (განათლების ექსპერტი) ქ-ნი დალი კალაძე . სხდომას ასევე ესწრებოდა  პანაცეას პროფესიული მასწავლებელი ქ-ნი ქეთევან გარსევანიშვილი. 

სხდომაზე განხილული იქნა მასაჟიტ - რეაბილიტატორის სტანდარტი და სამკურნალო მასაჟისა და რეაბილიტაციის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი.

საბჭომ, ასევე იმსჯელა ექთნის თანაშემწის პროფესიული სტანდარტის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივლისს იწურებოდა.

საბჭომ, განხილული შენიშვნების გათვალისწინებით, დადებითი რეკომენდაციები გასცა ცენტრის დირექტორისათვის , შემდგომში წარსადგენი დოკუმენტაციის დასამტკიცებლად.

© Copyright 2020 College Panacea