სიახლეები

10:21 / 10 ივლ. '17
შეხვედრა მედიატური შრომისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით

 მიმდინარე წლის 7-8 ივლისს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე დაესწრო ახალციხეში ჩატარებულ შეხვედრას მედიატური შრომისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით.
სემინარზე მომხსენებლებად წარმოდგენილები იყვნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი უფროსი ქალბატონი მარიამ ბეზარაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ბატონი დავით ივანიძე. სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის სხვადასხვა მიმართულების კოორდინატორები. 
სემინარს ესწრებოდნენ ტელე, ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებიც გაეცნენ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ანგარიშს, დასრულებულ, მიმდინარე და სამომავლო აქტივობებს.
შეხვედრას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომელზეც მეტყველებს მათ მიერ გამოხატული შეფასებები და შევსებული უკუკავშირები. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

© Copyright 2020 College Panacea