სიახლეები

10:45 / 05 აპრ. '17
პროფესიული განათლების ფესტივალი

 პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები. საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა ფესტივალზე წარსდგა პრაქტიკოსი ექთნის პროგრამით. ჩვენმა სტუდენტებმა უამრავ დაინტერესებულ ადამიანს აჩვენეს პირველადი გადაუდებელი დახმარების მაგალითები მოზრდილ და ჩვილი ასაკის ადამიანზე, დამთვალიერებლები ასევე დაინტერესდნენ პერიფერიული ვენის კათეტერიზაციით. მათ აღნიშნილი მანიპულაციის მულაჟზე ჩატარების საშუალება მიეცათ.

 
 

© Copyright 2020 College Panacea