გალერეა
18 ოქტომბერი 2011
სტომატოლოგიური პრაქტიკა

 

მთავარი
სიახლეები
09:15 / 31 ოქტ. '16
ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის წარმომადგენლების ვიზიტი

 27-28 ოქტომბერს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სტუმრობდნენ ტალინის ჯანდაცვის კოლეჯის წარმომადგენელი ქალბატონები ჰელი კუსე და ევიჯა მარჯასო. მათ დაათვალიერეს კოლეჯის თეორიული და პრაქტიკული სასწავლო გარემო, შეხვდნენ კოლეჯის ხელმძღვანელებს: ბ-ნ ვასილ კიკნაძესა და ქ-ნ მაია ჩიხლაძეს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესიულ მასწავლებლებსა და სტუდენტებს. სტუმრები ეწვივნენ კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციებს;აკ. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგის ცენტრს, სადაც ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან ბ-ნ რევაზ ჯორბენაძესთან ისაუბრეს ტალინის ჯანდაცვის კოლეჯში საექთნო პროგრამის განხორციელების პროცესზე; ასევე შეხვდნენ შპს სტომატოლოგიური კლინიკა "საპარუსის" ხელმძღცანელს, ბ-ნ კიმ საფაროვს, რომელსაც ასევე გაუზიარეს მათ კოლეჯში კბილის ტენიკოსის პროგრამამის განხორციელების თავისებურები.

ვიზიტის დროს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეასა და ტალინის ჯანდაცვის კოლეჯების წარმომადგენლებმა, განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შემავალი საკითხები, ერთმანეთს გააცნეს სამომავლო გეგმები და დასახეს უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-05-13 17:33:23