სიახლეები

06:16 / 25 მაი. '16
სამუშაო შეხვედრა მოდულური პროგრამის დაგეგმვასთან დაკავშირებით

 2016 წლის 25 მაისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მოდულური პროგრამების განხორციელების ადმინისტრირების საკითხებს ეხებოდა. შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლები ქ-ნი მაია ჩიხლაძე, ქ-ნი ნინო ჩომახაშვილი და ქ-ნი ხათუნა მაისაია ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო საკითხები მოდულური პროგრამის დაგეგმვასთან დაკავშირებით (სასწავლო და კალენდარული გეგმები), რეკომენდაციები მოდულური პროგრამების სასწავლო პროცესის განხორციელებისა და ადმინისტრირების შესახებ, რეკომენდაციები მოდულის განხორციელების მიდგომებთან დაკავშირებით მოდულის დამხმარე ჩანაწერების მიხედვით და ასევე, რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) სტუდენტების სწავლებისათვის. 
სამუშაო შეხვედრაზე პასუხი გაეცა ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რომელებიც დაისვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან.

© Copyright 2020 College Panacea