გალერეა
11 ივნისი 2016
მემორანდუმის გაფორმება თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთსან

 

მთავარი
სიახლეები
12:40 / 28 აპრ. '16
ვიზიტი ლატვიაში

 ამა წლის 20-25 აპრილს  საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ წარმომადგენლები: ვასილ კიკნაძე, მაია ჩიხლაძე, დალი კალაძე და თამარ ბერიძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ლატვიაში. ქალაქ დაუგავპილსში, სადაც  მიიღეს მონაწილეობა პარტნიორი  „დაუგავპილსის სამედიცინო კოლეჯის“ 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. 

კონფერენციის მუშაობაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობამიიღო: ლატვიის, ლიტვის, თურქეთის, გერმანიისა და ბელორუსიის დელეგეციებმა.

კონფერენციაზე კოლეჯ პანაცეას სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელმა, ქ-მა დალი კალაძემ, წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე-„საექთნო განათლება საქართველოში-გუშინ, დღეს, ხვალ“. სადაც გამახვილებული იყო ყურადღება ქვეყანაში პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმებზე. მომხსემნებელმა დამსწრე საზოგადოებას მოახსენა როგორ აისახა  ეს რეფორმები ჯანდაცვის მიმართულების პროგრამებზე.  რამაც აუდიტორიის მხრიდან  დიდი ინტერესი გამოიწვია.

საქართველის წარმომადგენლები გაეცნენ ლატვიაში სტუმრად მყოფ ქვეყნებში, საექთნო განათლებაში მიმდინარე პროცესებს. დაესწრნენ ლატვიის, ლიტვისა და ბელორუსიის  საექთნო პროგრამის სტუდენტების  პრაქტიკული უნარების კონკურსს. დააკვირდნენ კომპეტენტური კომისის მიერ,(კომისია აღნიშნული ქვეყნების   კლინიკების მთავარი ექთნებისგან იყო შემდგარი), შედეგებიც  შეაფასების პროცესს.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა დაათვარიელეს დაუგავპილსის სამედიცინო კოლეჯის სტუდენტების პრაქტიკის განხორციელების ბაზა - დაუგავპილსის რეგიონალური კლინიკა;

მიიღეს მონაწილეობა კოლეჯის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში; შეხვდნენ სტუმრად მყოფი ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებს, რომლებთანაც გაფორმდა მემორანდუმები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13