გალერეა
29 მაისი 2014
„ფარმაცევტთა მომზადება-კვალიფიცირების პროგრამა“

 

მთავარი
სიახლეები
12:11 / 29 მაი. '14
„ფარმაცევტთა მომზადება-კვალიფიცირების პროგრამა“
საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეაში“ სასწავლებლის ადმინისტრაცია და ფარმაცევტის თანაშემწის პროგრამის სტუდენტები შეხვდნენ ქალბატონ ნინო მეგრელიძეს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „ფარმაცევტთა მომზადება-კვალიფიცირების პროგრამა“. ქალბატონი ნინო ესაუბრა სტუდენტებს, რომ მათ სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნა უნდა გამოიყენონ პრაქტიკაში, უნდა გახდნენ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალები, განავითარონ საკუთარი კარიერა, შეიძინონ და გაიღრმავონ ცოდნა, გაიძლიერონ უნარები. მან აუდიტორიას შესთავაზა სატრენინგო კურსი, რომლის მსვლელობის პერიოდში ყურადღება გამახვილებული იქნება კომუნიკაციური უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაზე. აღინიშნა, რომ სატრენინგო პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატებს დასაქმების რეალური შესაძლებლობა მიეცემა. კანდიდატები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს, სარეკომენდაციო წერილებს, დახასიათებებს. პრეზენტაციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოითქვა სურვილი მონაწილეობა მიეღოთ აღნიშნულ ტრენინგში.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2018-12-24 13:10:37