უკან

გზამკვლევი მსმენელებისათვის

მსმენელის უფლება-ვალდებულებები

მსმენელი

პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული მომზადების პროგრამაზე და/ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე.

მსმენელს უფლება აქვს

  • მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება.
  • მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება.
  • მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებთან, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  • საქართველოს კანონმდებლობით, კოლეჯის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ისარგებლოს მისი მატერიალურტექნიკური ბაზით, საინფორმაციო საშუალებებით, ბიბლიოთეკითა და სხვა სასწავლო რესურსებით.
  • მოითხოვოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, აპელაცია.
  • მსმენელის მიმართ არამართლზომიერი მოპყრობის ან/და არასამართლიანი ქმედების შემთხვევაში, წერილობით მიმართოს კოლეჯის დირექტორს.

მსმენელი ვალდებულია

  • მსმენელი ვალდებულია დაიცვას კოლეჯის ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები კოლეჯის პერსონალთან და სხვა მსმენელებთან ურთიერთობაში.
  • პატივი სცეს კოლეჯის პრესტიჟს, გაუფრთხილდეს კოლეჯის და პრაქტიკის ობიექტის ქონებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მიყენებული ზიანისთვის, დაეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა.
  • შეასრულოს შინაგანაწესითა და პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულებით მისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები.
  • დაიცვას და შეასრულოს მასთან, როგორც მსმენელთან დადებული ხელშეკრულების პირობები.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მსმენელისათვის სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მსმენელისათვის ინდივიდუალურ სასწავლო მიზნებსა და სწავლის შედეგების მიღწევის გზებს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც:
  • სსსმ/შშმ მსმენელი ვერ აღწევს სწავლის შედეგებს.
  • მსმენელი, რომელსაც საპატიო მიზეზით გაუცდა (ავადმყოფობა, მშობიარობა და ა.შ.) სასწავლო პროცესი და მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ საჭიროებს სასწავლო პროცესში ჩართვას.

ინკლუზიური განათლება

  • ინკლუზიური განათლებით სწავლების შემთხვევაში კოლეჯი ერგება ნებისმიერი საჭიროების მქონე მსმენელს კულტურით, სასწავლო გარემოთი, წესებით, სასწავლო გეგმით, მეთოდებით, პროფესიული მასწავლებლებით.
  • კოლეჯი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მსმენელი
    ინფორმირებული და აქტიურად ჩაბმული იქნება თავისი ზრდასრული ცხოვრების დაგეგმვის პროცესში, მიიღებს პროფესიულ განათლებას მისთვის შესაფერისი ტემპითა და სტილით, შესაძლებლობის ფარგლებში მიაღწევს პროფესიით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებს. საბოლოოდ დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს უკვე არსებული დონის გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ინტეგრირებას და დამოუკიდებელ ცხოვრებას.

მსმენელის შეფასება

  • პროფესიულ პროგრამებში გამოიყენება კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება, რაც გულისხმობს მსმენელის მიერ ცოდნის, უნარების და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობის შეფასებას, პროგრამით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
  • პროგრამის შესაბამისი კრედიტის მისაღებად დადებითად უნდა შეფასდეს პროგრამით მისაღწევი სწავლის ყველა შედეგი.
  • შესაძლებელია სწავლის შედეგების როგორც ცალკეულად, ისე რამდენიმე შედეგის ერთდროულად ან მთლიანი პროგრამის დადასტურება.
  • მსმენელის მიღწევების შეფასებისთვის გამოიყენება ორი სახის შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
  • განმავითარებელი შეფასება სწავლის პროცესის შეფასებაა, რომელიც აკონტროლებს მსმენელის განვითარების დინამიკას და მისი მიზანია მსმენელის დახმარება უკუკავშირის მიწოდების გზით.
  • განმსაზღვრელი შეფასება ემსახურება მიღწეული სწავლის შედეგის/ შედეგების ერთობლიობას განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
    ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
    ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
  • განმსაზღვრელი შეფასება დასტურდება შესაბამისი შეფასების მტკიცებულებითგანმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტებით.

განმსაზღვრელი შეფასების პროცესის განხორციელება

  • მსმენელი ვალდებულია შეფასების პროცესზე გამოცხადდეს შეფასების დაწყების განსაზღვრულ დროს.
  • მსმენელი, რომელიც საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა განმსაზღვრელ შეფასებაზე, მისთვის ინიშნება დამატებითი განმსაზღვრელი შეფასება 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
  • დაუდასტურებელი შედეგი, რომელიც არ არის სხვა შედეგზე დაშვების წინაპირობა, მსმენელს უფლება აქვს შესაბამისი შედეგი დაადასტუროს
    გონივრულ ვადაში შესაბამისი პროფესიული მომზდების, პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულებამდე.
  • განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში მსმენელს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაცია მიღწევების გასაუმჯობესებლად
    და განმეორებითი განმსაზღვრელი შეფასების ჩატარება.
  • განმსაზღვრელი შეფასების შედეგი, ინდივიდუალურად ეცნობება მსმენელს.

აპელაცია

  • თუ მსმენელი არ ეთანხმება შეფასების შედეგს, იგი უფლებამოსილია ისარგებლოს აპელაციის უფლებით.
  • მსმენელი უფლებამოსილია აპელაციის მიზნით, შედეგების გაცნობიდან იმავე დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს გაასაჩივროს მიღებული შეფასება ან/და პროცედურული საკითხები და წერილობით მიმართოს სააპელაციო განაცხადით კოლეჯის დირექტორს.

ყურადღება

საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში