ფეხბურთის კლუბი აერთიანებს პროფესიულ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ ინტერესი ფიზიკური აქტივობის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გუნდური სპორტის მიმართ. კლუბის აქტივობები მოიცავს რეგულარულ სავარჯიშო სესიებს, ტაქტიკურ მომზადებას და მონაწილეობას შიდა ლიგებში, მეგობრულ მატჩებსა თუ სხვა კოლეჯებს შორის გამართულ ტურნირებში.
გუნდში გაწევრიანება პროფესიულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, განავითარონ ისეთი კრიტიკული უნარები, როგორებიცაა ფიზიკური გამძლეობა, დისციპლინა, ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება და კოლექტიური პასუხისმგებლობა. ფეხბურთის კლუბი ხელს უწყობს არა მხოლოდ სპორტული ოსტატობის ამაღლებას, არამედ ძლიერი სოციალური კავშირების დამყარებასა და ჯანსაღი კონკურენტული სულისკვეთების ჩამოყალიბებას კოლეჯის საზოგადოებაში.
ფეხბურთის კლუბი
