მწვანე კლუბი მიზნად ისახავს პროფესიული სტუდენტების გაერთიანებას, რომლებსაც სურთ კოლეჯის სივრცეში ეკომეგობრული გარემოს შექმნა და ხელშეწყობა. კლუბის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი აქტივობები, როგორიცაა გამწვანების პროექტები, ნარჩენების შემცირებისა და დახარისხების ინიციატივები, ეკოგანათლებრივი სემინარები და ცნობიერების ამაღლების კამპანიები. წევრებს ეძლევათ საშუალება, პრაქტიკულად შეისწავლონ გარემოზე ზრუნვის ეფექტიანი გზები და შეიმუშაონ კონკრეტული იდეები, რომლებიც რეალურ პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს კოლეჯის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში.
