არტ თერაპიის კლუბი არის პროფესიული სტუდენტებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო თვითგამოხატვისა და ემოციური განტვირთვისთვის. შეხვედრებზე აქტიურად გამოიყენება არტ-თერაპიული მეთოდები, მათ შორის: ხატვა, კოლაჟის შექმნა, ფერებთან და ფორმებთან მუშაობა, მარტივი შემოქმედებითი სავარჯიშოები და რეფლექსიის პრაქტიკა. აქცენტი კეთდება შემოქმედებით პროცესზე და არა „სრულყოფილ შედეგზე“. კლუბი სტუდენტებს ეხმარება სტრესის დონის შემცირებაში, თვითშეფასების გაძლიერებაში და შინაგანი რესურსების იდენტიფიცირებასა და მობილიზებაში.
