ჯანდაცვის მიმართულების საუკუნოვანი ისტორიის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა ადამიანური და მატერიალური რესურსის უწყვეტი განვითარება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, კვალიფიციური, კომპეტენტური კადრების მომზადება, მათი პიროვნული, პროფესიული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კოლეჯი უზრუნველყოფს ძირითადი პროფილის შენარჩუნებით, დაინტერესებული პირებისთვის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სხვა პროგრამების შეთავაზებას.
ხედვა
2027 წლისთვის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა წარმატებული და კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარს მიაწოდებს კვალიფიციურ და კომპეტენტურ კადრს.