ქალის უსარჩულო ქვედა კაბის და კაბის ინდივიდუალური მკერავ – კონსტრუქტორი

“ქალის უსარჩულო მსუბუქი ტანსაცმლის ინდივიდუალური მკერავ – კონსტრუქტორი” პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის ვისაც სურს შეისწავლოს ქალის ქვედა კაბის სხვადასხვა ვარიანტის თარგის დამზადება ინდივიდუალურ ზომებზე, ასევე სხვადასხვა კაბის თარგის კონსტრუირება. ქვედა კაბის და მთლიანი კაბის მოდელირება. კერვის ზოგადი ტექნოლოგია და ასევე ცალკეული დეტალების დამუშავება, სხვადასხვა ჯიბის, სახელოს, საყელოს, შესაკრავების ტექნოლოგიური დამუშავება.მზა ნაწარმის საბოლოო გასუთავება, თბურდანამვით დამუშავება.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ სამკერვალო სალონებში და ასევე წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის ხანგრძლივობა არის 11 კვირა, კვირაში 15-23 სათი . სწავლის შედეგების დადასტურება მოხდება პროგრამის ბოლოს წერითი გამოკითხვით და პრაქტიკული დავალების წარმოდგენით.
პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოამზადოს პირი, რომელის შეძლებს ქალის ქვედაკაბის და მთლიანი კაბის ინდივიდუალურ ზომებში კონსტრუირებას, თარგის გამოჭრას და მოდელირების შესრულებას, ასევე თარგის გადატანას ქსოვილზე, მის აკინძვას და კერვას.
დაშვების წინაპირობები
განათლება :საბაზო
აპლიკანტთა შერჩევის ფორმა : გასაუბრება
სწავლის შედეგები
1. ზომების აღება ინდივიდუალურად
2. ქსოვილების და ფურნიტურის შერჩევა ქალის მსუბუქი კაბის, ქვედა კაბის მოდელის შესაბამისად
3. ქვედა კაბის თარგის შესრულება ინდივიდუალურ ზომებში და მოდელირების შესრულება
4. მსუბუქი კაბის თარგის შესრულება ინდივიდუალურ ზომებში და მოდელირების შესრულება
5. თარგის ქსოვილზე გადატანა და გამოჭრა
6. ქვედა კაბისა და მსუბუქი კაბის მასალაში შესრულება, ყველა საჭირო წესის შესაბამისად (სხვადასხვა ხელსაწყოების გამოყენება და კერვა)





