სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობა

პროგრამა განკუთვნილია ბაგა-ბაღში მომუშავე პრაქტიკოსების, ან თვითდასაქმებული პირებისათვის რომელნიც ჩართულნი არინ საქმიანობით სკოლამდელი აღრზდის სფეროში, აქვთ სრული ზოგადი განათლება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
ამ პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეეძლება ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის სათანადო განვითარებას, ბავშვის განვითარებაში პრობლემის დროულ იდენტიფიკაციას და საჭიროებებზე მორგებულ აღზრდა-განათლებას. მისი უნარების განვითარების სტიმულირებას და სკოლისთვის მზაობას, დაეხმარება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ოჯახებს.
სასწავლო პროცესი წარიმართება 12 კვირის განმავლობაში, პროგრამის მოცულობა 180 საათი, სასწავლო პროცესი წარიმართება შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას ბაზაზე, A გარემოში ან დისტანციური სწავლებით.
განმსაზღრელი შეფასება ჩატარდება ბოლო კვირაში, A გარემოში. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა.
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს გავიდეს დამატებით შეფასებაზე კიდევ ერთხელ.
სწავლის შედეგების დადასტურების შემდეგ, მსმენელს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
პროგრამის მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, აღმზრდელის გადამზადება დარგში არსებული სტანდარტების შესაბამისად, მუშაობის თავისებურებების სწორად წარმართვა, ბავშვის ოჯახის ჩართულობის მნიშვნელობა და მათთან კომუნიკაცია, პროფესიული როლისა და ფუნქციის განსაზღვრა, ინკლუზიური განათლების ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება, სსსმ ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა და მათზე ზრუნვა, მსმენელის საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა და შრომის ბაზარზე კვალიფიცირებული კადრის არსებობა.
დაშვების წინაპირობები
სამუშაო გამოცდილება : სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში მუშაობის გამოცდილება – 1 წელი
სხვა : სრული ზოგადი განათლება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება
სწავლის შედეგები
1. სოციალურ-ემოციური გარემოს მნიშვნელობის განსაზღვრა
2. საგანმანათლებლო პროცესში ოჯახისა და თემის ჩართულობის მნიშვნელობის
განსაზღვრა
3. ადრეულ და სკოლამდელ ასაკში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული უნარჩვევების განსაზღვრა
4. დაკვირვებისა და მონაცემთა შეგროვების რაობის განსაზღვრა
5. ინკლუზიური განათლების ღირებულებებისა და პრინციპების განსაზღვრა.
6. სსსმ ბავშვებთან მუშაობის სტრატეგიის განსაზღვრა.
დასაქმების სფერო/სფეროები
01 – განათლება (ფართო სფერო)





