კბილის სატექნიკო საქმე

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „კბილის სატექნიკო საქმე“
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე – საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია დენტალურ საქმეში-/ Secondary Vocational Qualification in Dental Studies.
მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოამზადოს კბილის სატექნიკო საქმის, კონკურენტუნარიანი კადრები.
დაშვების წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: დენტალური საქმის საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კბილის ტექნიკოსად, კბილის სატექნიკო კაბინეტში, კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში, სტომატოლოგიურ კლინიკაში.
მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები – კურსდამთავრებულს შეუძლია:
- დაგეგმოს სატექნიკო ლაბორატორიის მოწყობა
- შეამოწმოს აპარატურის გამართულობა
- გააკეთოს არჩევანი კონკრეტული კლინიკური სიტუაციის მიხედვით ოკლუდატორსა და არტიკურატორს შორის
- ჩაათაბაშიროს მოდელის ოკლუდატორსა ან არტიკულატორში
- ჩამოასხას მთლიანი მოსახსნელი პროთეზების დასამზადებლად თაბაშირის საორიენტაციო მოდელები
- მონიშნოს საზღვრები მთლიანი მოსახსნელი პროთეზების დასამზადებლად თაბაშირის საორიენტაციო ჩამოსხმულ მოდელებზე
- გადააკრას საორიენტაციო მოდელზე ცვილის ფირფიტა
- დაამზადოს არჩეული მასალით ინდივიდუალური კოვზი
- დაამზადოს ნაწილობრივი ფირფიტოვანი პროთეზებისთვის სამუშაო მოდელი
- დააფიქსიროს კლამერი ბაზისში
- შეარჩიოს/დააფიქსიროს ხელოვნური კბილები
- მოახდინოს მოდელებზე საყრდენი კბილების გრავირება
- დაამზადოს დასაშლელი კომბინირებული თაბაშირის მოდელი
- შეაფასოს თვისობრივად ექიმის მიერ მოწოდებული ანაბეჭდი.
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:
პროგრამის საერთო მოცულობაა: სულ 85კრედიტი (რომელთაგან 15 კრედიტი არის ზოგად მოდულები, 12 კრედიტი არის საერთო პროფესიული მოდულები, ხოლო დანარჩენი 58 კრედიტი არის პროფესიული მოდულები).
შენიშვნა: პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა სხვადასხვაა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის.
მეოთხე საფეხურის პროგრამაზე ,,კბილის სატექნიკო საქმე’’ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, „მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით. ამიტომ მათთვის პროგრამების საერთო მოცულობა ჯამში შეადგენს: სულ 115 კრედიტს (85 კრედიტს + 30 კრედიტი)
ხანგრძლივობა: 87 სასწავლო კვირა
პროგრამის ხელმძღვანელი – ნინო ჩომახაშვილი





