ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“
მისანიჭებელი კვალიფიკაცა ქართულ და ინგლისურ ენაზე – საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support.
მიზანი – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა.
დასაქმების შესაძლებლობები – საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი პროფილის და ზომის ორგანიზაციაში.
- კურსდამთავრებულს შეუძლია:
- უზრუნველყოს კომპიუტერის აპარატურული მხარდაჭერა (Hardware);
- უზრუნველყოს კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა (Software);
- იმუშაოს მობილურ, Linux და Windows Server ოპერაციულ სისტემებთან;
- გამართოს პერიფერიული მოწყობილობები;
- დაამონტაჟოს და გამართოს მცირე ზომის კომპიუტერული ქსელი;
- დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
- უზრუნველყოს კომპიუტერულ სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება / აღმოფხვრა;
- უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე და დისტანციურ რეჟიმში.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 4 ზოგად მოდულს, ჯამური 9 კრედიტის მოცულობით და 8 პროფესიულ მოდულს ჯამური 46 კრედიტის მოცულობით. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად საჭიროა ჯამურად 55 კრედიტის დაგროვება. იმ პირთათვის, რომელთაც უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია პროგრამის მოცულობა შეადგენს 55 კრედიტს, სწავლის ხანგრძლივობა – 11 სასწავლო თვე.
პროგრამის ხელმძღვანელი იოსებ ბზიშვილი





