გერიატრიული ასისტენტი

პროფესიული მომზადების პროგრამაზე – ,,გერიატრიული ასისტენტი’’ სწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სრულწლოვან პირს,რომელსაც სურვილი აქვს შეისწავლოს გერიატრიული ასაკის პირის მოვლის თანამედროვე მიდგომები და დაეუფლოს მოვლის პრაქტიკულ უნარჩვევებს.და აქვს სურვილი დასაქმდეს ბინაზე და სხვადასხვა ინსტიტუციებში (ხანდაზმულთა მოვლის სახლი, სხვადასხვა ტიპის თავშესაფარი, სათემო ორგანიზაციები, საცხოვრისები).
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს, ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ექნება ყველა საჭირო კომპენტენცია, რომელიც საშუალებას მისცემს გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი, რაც წარმატებული დასაქმებისა გარანტიაა. ,როგორც საქართველოში ,ასევე სხვა ქვეყნებში.
სასწავლო პროცესი წარიმართება 8 კვირის განმავლობაში, პროგრამის მოცულობაა 146 სთ. პროგრამის განხორციელება დაგეგმილია კვირაში 5 დღე 4 საათიანი დატვირთვით. აღნიშნული პროგრამის სასწავლო პროცესის თეორიული ნაწილი წარიმართება დაწესებულების ბაზაზე AC გარემოში, დღის მეორე ნახევარში ან /და დისტანციური ფორმით. პრაქტიკული კომპონენტი განხორციელდება პარტნიორ ორგანიზაციაში (ა (ა) იპ საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასში) შესაბამისად აღჭურვილ სიმულაციურ გარემოში.
სწავლის შედეგების შეფასება მოხდება სხვადასხვა მეთოდებით: გამოკითხვა და პრაქტიკული დავალება დაკვირვებით.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
პროგრამის მიზანი
პროფესიული მომზადების პროგრამის ,,გერიატრიული ასისტენტი“ მიზანია მსმენელმა შეიძინოს გერიატრიული ასაკის პირის მოვლის საჭიროებებზე მორგებული ცოდნა და უნარჩვევები, რაც ითვალისწინებს: მოვლას დაავადებისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ეფექტურ კომუნიკაციას, მოვლისთვის საჭირო პროცედურების ჩატარებას, კვებას, ჰიგიენის მოწესრიგებას, ჩაცმა/გახდას, საწოლის გამზადებას, საწოლისა და პირადი თეთრეულის გამოცვლას, დახმარება მოძრაობის დროს; პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვას , მისთვის მოსახერხებელი გარემოს შექმნას, ტრანსპორტირებას, სანიტარულ-ჰიგიენურ და ეპიდემიოლოგიური ნორმების დაცვას. კურსის დასრულების შემდგომ პირი შეიძლება დასაქმდეს: მომვლელად ხანგრძლივი სამედიცინო მომსახურების დაწესებულებაში (მოხუცთა თავშესაფარი, სათემო ან საოჯახო ტიპის მომსახურება, დღის ცენტრი).
სწავლის შედეგები
5. დამოუკიდებლობის შენარჩუნების ხელშეწყობა
6. პროფილაქტიკური ღონისძებების ჩატარება
1. მოვლის პრინციპების განმარტება
2. ეფექტური კომუნიკაცია მოვლაში
3. გერიატრიული ასაკის თავისებურების განმარტება
4. მოვლითი ღონისძიებების ჩატარება
დასაქმების სფერო/სფეროები
091 – ჯანდაცვა (ვიწრო სფერო)
092 – სოციალური კეთილდღეობა (ვიწრო სფერო)





