აღმზრდელი

- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „აღმზრდელი“
მისანიჭებელი კვალიფიკაცა – უმაღლესი კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში
Higher Vocational Qualification in Preschool Education.“
მიზანი: აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწერებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
დაშვების წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძია დასაქმდეს აღმძრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვით დასაქმებით აღმზრდელად.
მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები – კურსდამთავრებულს შეუძლია:
- ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინება;
- მრავალფეროვანი მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
- ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;
- წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.
პროგრამის მოცულობა აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შედგება: 3 ზოგადი სავალდებულო მოდულისაგან, ჯამში 11 კრედიტის მოცულობით, პროფესიული/დარგობრივი მოდულისაგან, ჯამში 105 კრედიტის მოცულობით, სულ- პროგრამა შეადგენს 116 კრედიტს.
შენიშვნა: პროგრამების მოცულობა სხვადასხვაა ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის.
მეხუთე დონის პროგრამაზე „აღმზრდელი“ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 გავლა სავალდებულოა. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულებით. ამიტომ მათთვის პროგრამების საერთო მოცულობა ჯამში შეადგენს: სულ 146 კრედიტს სკოლამდელ აღზრდაში უმაღლესი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პირმა უნდა დააგროვოს 116 კრედიტი იმ პირებმა, ვისაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, უნდა დააგროვონ 146 კრედიტი .
პროგრამის ხელმძღვანელი – ინგა მეტრეველი





