სამკერვალო წარმოება

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში / Basic Vocational Qualification in Sewing Industry
მიზანი
პროგრამის მიზანია, უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა სამკერვალო წარმოებისათვის. სპეციალისტი შეძლებს, ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.
დაშვების წინაპირობები:
საბაზო განათლება
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.
მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები:
კურსდამთავრებულს შეუძლია:
• უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება;
• შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია;
• შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები, დაამზადოს ჩანახაზი და გამოჭრას ქსოვილი;
• გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები;
• დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები;
• გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის;
• განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარება და მოდელირება;
• გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი;
• შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი;
• შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი;
• შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი;
• შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი;
• შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი;
• გადააკეთოს ტანსაცმელი;
• აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები.
პროგრამის მოცულობა
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა “სამკერვალო წარმოება” ითვალისწინებს 100 კრედიტის რაოდენობის ზოგად და პროფესიულ/დარგობრივ მოდულებს. ზოგადი მოდულების კრედიტების რაოდენობა შეადგენს 17 კრედიტს ხოლო 83 კრედიტი არის პროფესიულ დარგობრივ მოდულები.
საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს,როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ სწავლებასაც.სწავლა სწავლების პროცესის ხანგძლივობა არის 2 წელი,სრული დატვირთვით.
შენიშვნა: იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულებითბ ქართული ენა A2 და ქართული ენა B1, შესაბამისად სწავლის ხანგძლივობა 2 წელი და 3 თვე.
კვალიფიკაციის მინიჭებისთვის სტუდენტმა უნდა დააგროვოს „სამკერვალო წარმოება “-ის პროგრამით გათვალისწინებული 100 კრედიტი. ხოლო იმ პირებს ვისაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია , უნდა დააგროვონ 115 კრედიტი.





