ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა“
მისანიჭებელი კვალიფიკაცა ქართულ და ინგლისურ ენაზე – საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support.
მიზანი: პროგრამის მიზანია, შემუშავებულ იქნას ისეთი პროფესიული პროგრამა, რომელიც ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდას; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადებას, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
დაშვების წინაპირობები: საბაზო განათლება.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიცი¬პალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები. კურსდამთავრებულს შეუძლია საკუთარი ბიზნესის წარმოება – თვითდასაქმება.
მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები – კურსდამთავრებულს შეუძლია:
- ააწყოს და დააკომპლექტოს პერსონალური კომპიუტერი;
- დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
- დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
- დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
- უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
- განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
- გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
- გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
- შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
- მოახდინოს აპარატურულიდაპროგრამულიპრობლემისიდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
პროგრამის მოცულობა არის 61 კრედიტი:
იმ პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდება ქართული ენის ცოდნა, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის A2-ის მოდულით(15 კრ). შესაბამისად, ასეთი პირებისათვის პროგრამის მოცულობა იქნება 76 კრედიტი.
პროგრამის ხელმძღვანელი იოსებ ბზიშვილი





