მასაჟის თერაპია

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – მასაჟის თერაპია
პროგრამის ხელმძღვანელი – რუსუდან მერმანიშვილი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მასაჟის თერაპიაში; Higher Vocational Qualification in Massage Therapy
მიზანი – პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის მოამზადოს კონკურენტუნარიანი კადრები, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ყველა იმ საჭირო თეორიული ცოდნით და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით, რაც განსაზღვრულია პროფესიის სტანდარტით.
დასაქმების შესაძლებლობები
მასაჟის თერაპისტი შეიძლება დასაქმდეს:
- სამედიცინო დაწესებულებებში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, დისპანსერი, რეაბილიტაციის ცენტრი/კლინიკა, სანატორიუმი);
- დაწესებულებებში, რომლებიც ემსახურებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (პანსიონატები, დღის ცენტრები, ინვალიდთა სახლები);
- ესთეტიკური რეაბილიტაციის ცენტრებში, ჰიგიენურ სალონებში, სპა ცენტრებში (კურორტები: სანატორიუმი, სასტუმრო), ასევე ოფისები -კერძო კაბინეტები;
- საბავშვო დაწესებულებაში სამკურნალო ვარჯიშის და მასაჟის კაბინეტში (სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, სკოლები, ცეკვის სტუდიები);
- სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში (სპორტული დარბაზები, სპორტული კლუბები, აუზები, ცეკვის სტუდიები);
- ბინაზე -მომსახურება შეიძლება გაუწიოს ექიმ-რეაბილიტოლოგის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით.
დაშვების წინაპირობა
- სრული ზოგადი განათლება
- ასაკი არანაკლებ 18 წელი
სწავლის შედეგები
კურსდამთავრებულს შეუძლია:
- გამოიკვლიოს პაციენტი/კლიენტი და შეაფასოს მისი მდგომარეობა;
- აღწეროს მასაჟის ანატომიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლები;
- გამოიყენოს ბიოეთიკისა და დეონტოლოგიის პროფესიული ასპექტებისა და ურთიერთობის ფსიქოლოგია;
- მოაწყოს უსაფრთხო სივრცე მასაჟის პროცედურის ჩასატარებლად;
- აღწეროს მასაჟის თეორიული საკითხები;
- გააკეთოს კლასიკური (შვედური) მეთოდიკით ზოგადი და რეგიონალური მასაჟი;
- გააკეთოს სამკურნალო მასაჟი;
- გააკეთოს სპორტული მასაჟი;
- გააკეთოს ადრეული ასაკის ბავშვთა ზოგადგამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟი;
- გააკეთოს პრევენციული (პროფილაქტიკური) მასაჟი;
- განახორციელოს პირველადი გადაუდებელი დახმარება;
- იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
- განახორციელოს ესთეტიკური მასაჟი .





