უკან

პროფესიული სტუდენტების წარმომადგენლობითი საბჭო:

პროფესიული სტუდენტების წარმომადგენლობითი საბჭო არის კოლეჯის პროფესიული სტუდენტური მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შექმნილია სტუდენტების ინიციატივით. საბჭო წარმოადგენს აპოლიტიკურ კავშირს, რომლის საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია კოლეჯის სამართლებრივ აქტებთან.

საბჭოს მთავარი მიზანია

ხელი შეუწყოს პროფესიული სტუდენტების აქტიურ ჩართულობას კოლეჯში მიმდინარე პროცესებში

დაიცვას პროფესიულ სტუდენტთა უფლებები

ხელი შეუწყოს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას

გაამრავალფეროვნოს სტუდენტური ცხოვრება

საბჭოს აქვს უფლებამოსილება, დაგეგმოს და მოაწყოს მრავალფეროვანი ღონისძიებები, მათ შორის: შეხვედრები, დებატები, ტრენინგები, ინტელექტუალური თამაშები, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და საქველმოქმედო აქტივობები.

სტრუქტურა და ფუნქციონირება

საბჭოს შემადგენლობაში შედის ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამიდან, თითოეული სასწავლო ჯგუფიდან არჩეული წარმომადგენელი. საბჭოს წევრი უნდა იყოს აქტიური პროფესიული სტუდენტის სტატუსის მქონე პირი.

საბჭოს წევრები აქტიურად თანამშრომლობენ კოლეჯის ადმინისტრაციასთან:

საბჭოს წევრები აქტიურად თანამშრომლობენ კოლეჯის ადმინისტრაციასთან

• წარადგენენ ინფორმაციას პროფესიულ სტუდენტთა პრობლემების, საჭიროებებისა და ინიციატივების შესახებ.
• სრული შემადგენლობიდან ირჩევენ ერთ წარმომადგენელს კოლეჯის ადმინისტრაციული საბჭოს წევრად.

კოლეჯი უზრუნველყოფს საბჭოს ადმინისტრაციულ მხარდაჭერას გონივრულ ვადებში და ხელს უწყობს სტუდენტთა არაფორმალური აქტივობების წახალისებას.

ყურადღება

საიტი დროებით მუშაობს სატესტო რეჟიმში