ფარმაცია (სააფთიაქო)

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ფარმაცია“ (სააფთიაქო)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ფარმაციაში/Higher Vocational Qualification in Pharmacy.
მიზანი: პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია(სააფთიაქო) მიზანია ჯანდაცვის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდა. კერძოდ, პროფესიული კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების–განთავსების, აღწერის, პარაფარმაცევტული პროდუქციის შერჩევა-მიწოდების პროცესში მონაწილეობას, ნაშთების პერიოდულ კონტროლს, მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმის დაფასოებას, რეცეპტის მიხედვით წამლის მომზადებას და ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:
ფარმაციაში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე აფთიაქებში (ავტორიზებულ აფთიაქში, სპეციალიზებულ და საცალო რეალიზაციის სავაჭრო ობიექტში), საბითუმო რეალიზაციის ობიექტზე, სამედიცინო და ფარმაცევტული ტექნიკის მაღაზიებში).
მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები – კურსდამთავრებულს შეუძლია:
- შეამოწმოს პროდუქცია ვიზუალურად;
- დაადგინოს თანხმლებ დოკუმენტაციასთან იგივეობა;
- სასაქონლო ნიშნები და რაოდენობა;
- განათავსოს პროდუქცია სათანადო ადგილზე;
- ჩაატაროს სააფთიაქო ნაშთის შემომავალი, პერიოდული, საბოლოო კონტროლი;
- განახორციელოს ორიგინალური შეფუთვის მცირე შეფუთვებად დაფასოება, შეფუთვა, მარკირება;
- მოამზადოს რეცეპტის მიხედვით სითხოვანი, მყარი და რბილი სამკურნალწამლო ფორმები;
- გაითვალისწინოს მომხმარებელთან ურთიერთობისას ფარმაცევტული ეთიკის და დეონტოლოგიის პრინციპები;
- განახორციელოს მომხმარებლისათვის სასურველი პროდუქციის შერჩევა-მიწოდება, კონსულტაციის გაწევა პარაფარმაცევტული პროდუქციის მიღების, გამოყენების და შენახვის პირობების შესახებ;
- განახორციელოს ურეცეპტოდ გასაცემი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია;
- განახორციელოს ანგარიშის მომზადება–ჩაბარება პროდუქციის მიღების, ნაშთის პერიოდული შემოწმების, ექსტემპორალური სამკურნალწამლო ფორმების მომზადების, მცირე შეფუთვებად სამკურნალწამლო ფორმების დაფასოების შესახებ;
- დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, გარემოსა და უსაფრთხოების წესები.
პროგრამის მოცულობა საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს/ითვალისწინებს 3 ზოგად მოდულს, ჯამური 11 კრედიტის მოცულობით, 26 პროფესიულ მოდულს, ჯამური 109 კრედიტის მოცულობით და ერთ არჩევით მოდულს 3 კრედიტის მოცულობით. სულ 123 კრედიტი. იმ პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა მოდულების, ქართული ენა A2,B1 (30 კრედიტი) გავლა. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით. შესაბამისად, პროგრამის მოცულობა შეადგენს 153 კრედიტს.
პროგრამის ხელმძღვანელი – ინგა ბაქრაძე





