საექთნო საქმე

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „საექთნო საქმე“
მისანიჭებელი კვალიფიკაცია ქართულ და ინგლისურ ენაზე – უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია საექთნო საქმეში/ Higher Vocational Qualification in Nursing.
მიზანი: პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, ზოგად მოვლაზე პასუხისმგებელი ექთანი.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება.
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები: საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას.
მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები – კურსდამთვრებულს შეუძლია:
- შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
- განახორციელოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
- განახორციელოს და უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა
- განახორციელოს და უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა
- დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:
საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს 180 კრედიტის რაოდენობის ზოგად და პროფესიულ მოდულებს. ზოგად მოდულთა კრედიტების რაოდენობა შეადგენს 9 კრედიტს, ხოლო პროფესიული მოდულების კრედიტების რაოდენობაა 171.
საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც თეორიულ და პრაქტიკულ, ასევე – კლინიკური სწავლების კომპონენტსაც. სწავლება-სწავლის პროცესის ხანგრძლივობა არის სამი წელი , სრული დატვირთვით.
შენიშვნა: იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულებით ქართული ენა A2 და ქართული ენა B1-ით, შესაბამისად სწავლის ხანგრძლივობაა 3 წელი დ 6 თვე. კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს საექთნო საქმის პროგრამით განსაზღვრული 180 კრედიტი და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. ხოლო იმ პირებმა ვისაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, უნდა დააგროვონ 210 კრედიტი და ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდა.
პროგრამის ხელმძღვანელი – ლეილა ვოსკანიანი





