მოდის ტექნოლოგია და დიზაინი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია მოდის ტექნოლოგიასა და დიზაინში; Secondary Vocational Qualification in Fashion technology and design
მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე
კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას.
დაშვების წინაპირობები:
სრული ზოგადი განათლება; საბაზო ზოგადი განათლება – იმ შემთხვევაში თუ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები.
დასაქმების შესაძლებლობები
მოდის ტექნოლოგდიზაინერი შეიძლება დასაქმდეს: მოდის დიზაინის კომპანიებში, დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში ან/და იყოს თვითდასაქმებული (ინდივიდუალური კერვა; ინდივიდუალური მეწარმეობა; კერძო/მცირე ბიზნესი)
კურსდამთავრებულს შეუძლია:
უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება და გაეცნოს მოდელს;
შექმნას ესკიზი;
შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და
დამხმარე მასალები;
ტექნოლოგიურად დაამუშაოს სამკერვალო ნაწარმის დეტალები;
გამოიყენოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა
დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების
მოწყობილობები;
ააგოს სამკერვალო ნაწარმის კონსტრუქციული ნახაზი;
გამოჭრას და შეკეროს სამკერვალო ნაწარმი;
გადააკეთოს ტანსაცმელი და აღადგინოს დაზიანებული უბნები;
უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება
პროგრამის მოცულობა:
პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი ითვალისწინებს 10 პროფესიულ მოდულს ჯამური 76 კრედიტის მოცულობით, 2 ზოგად მოდულს
ჯამური 7 კრედიტის მოცულობით და ერთ არჩევით მოდულს ჯამური 7 კრედიტით. სულ 90 კრედიტი.
შენიშვნა: მოდულების, ქართული ენა A2 და ქართული ენა B1 (30 კრედიტი) გავლა სავალდებულოა მხოლოდ იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის
კომპეტენცია. აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება იწყება ქართული ენის მოდულით. შესაბამისად, პროგრამის
მოცულობა შეადგენს 120 კრედიტს.





