სიახლეები

14:32 / 11 აპრ. '13
სამმხრივი შეხვედრა პროფესიული სწავლების დასახვეწად
HR პროფესიონალთა გილდიის ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და HR&IPR ასოციაციის მონაწილეობით „დიდუბე პლაზაში“ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც დამსაქმებლები და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შრომის ბაზარზე მოთხოვნისა და მიწოდების პრობლემების განხილვა და შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის ანალიზი. შეხვედრაზე დამსაქმებლებმა ისაუბრეს თავიანთ მოთხოვნებზე და აღნიშნეს, რომ შრომით ბაზარს მაღალკვალიფიციური კადრები ესაჭიროება. მათი მომზადება კი შესაბამისი პროფესიული სტანდარტების მიხედვით პროფესიულმა სასწავლებლებმა უნდა უზუნველყონ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გამოავლინეს დეფიციტური სპეციალობებიც. მხარეებმა ასევე ისაუბრეს შრომითი რესურსების მოთხოვნებზეც.

© Copyright 2020 College Panacea