სიახლეები

15:57 / 16 მარ. '13
სემინარი "ვისაუბროთ უნარებზე".

2013 წლის 14-15 მარტს ევროპული ტრეინინგების ფონდის (ETF)ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა „ვისაუბროთ უნარებზე,“ რომელიც მიეძღვნა პროფესიული განათლების სფეროში არსებული საკითხების განხილვას. შეხვედრა პრეზენტაციების და დებატების ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული ექსპერტები, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების, დამსაქმებლების, ბიზნესის და საკითხით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
განხილვის ძირითადი თემები იყო სექტორული კომიტეტების გაძლიერება, არაფორმალური განათლების აღიარება, პროგრამების მოდულარული სისტემა და ECVET სისტემა, რომელიც კრედიტებისა და ტრანსფერის ევროპული სისტემის ალტერნატიურ ვარიანტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სფეროში.
სამუშაო შეხვედრას საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" წარმომადგენელი დაესწრო.

© Copyright 2020 College Panacea