სიახლეები

10:50 / 31 ივლ. '20
ვიზიტი ბათუმის სამედიცინო აკადემიაში

29 ივლისს საზოგადოებრივი კოლეჯ პანაცეას დირექტორი(კერძო კოლეჯების ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი)  ვასილ კიკნაძე და დირექტორის მოადგილე(კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი)  მაია ჩიხლაძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიდნენ ბათუმის სამედიცინო აკადემიაში . შეხვედრაზე ისაუბრეს კერძო კოლეჯების ასოციაციის საქმიანობის მიღწევებზე, ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ ონლაინ ტრენინგების, მასტერკლასების შესახებ. აღინიშნა კმაყოფილება პროფესიული სტუდენტებისათვის მიღებულ გადაწყვეტილებაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების  თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისაუბრეს კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებსა და არსებული მდგომარეობის თაობაზე.  იყო საუბარი დისტანციური სწავლების მიმდინარეობის მდგომარეობაზე, ფინანსური პრობლემების, ვაუჩერული დაფინანსების შესახებ. გამოითქვა აზრი საზოგადოებრივ კოლეჯპანაცეასადა ბათუმის სამედიცინო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

© Copyright 2020 College Panacea