სიახლეები

12:16 / 04 აპრ. '20
მოხალისეების რეგისტრაცია

 ყველასთვის ცნობილია, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს მსოფლიო!
თითქმის ყველა ქვეყანაში მძვინვარებს კორონა ვირუსის მიერ გამოწვეული ეპიდემია, მათ შორის საქართველოშიც. რომ არა ჩვენი მთვრობის სწორი ტაქტიკა ეპიდემიის დასამარცხებლად, სამედიცინო პერსონალის თავგანწირული შრომა, რომელიც გმირობის ტოლფასია, ჩვენი ქვეყანაც ძლიან მძიმე პირობებში აღმოჩნდებოდა!
მადლობა უფალს, დღეს საქართველოში მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია, მაგრამ
ეპიდემიოლოგების ვარაუდით წინ გველის რამოდენიმე მძიმე კვირა!
იქმნება მედიცინის მუშაკთა სარეზერვო სიები.
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პრექტიკოსი ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებო და პროგრამის დამამათავრებელი კურსის სტუდენტებო, მოგამართავთ თქვენ!
ვისაც აქვს სურვილი ჩაეწეროს სარეზერვო სიაში საცხოვრებელი ადგილის, რაიონის, რეგიონის მიხედვით, დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი
დალი კალაძე - 599 57 19 21;
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორი, ვასილ კიკნაძე - 599 57 70 76;
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე, მაია ჩიხლაძე - 577 74 74 44;

© Copyright 2020 College Panacea