სიახლეები

10:30 / 01 ნოე. '19
გერმანელი სტუმრები

1 ნოემბერს, საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას კვლავ ესტუმრნენ ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის საექთნო პროგრამის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
 ვიზიტის მიზანი საქართველოში, საექთნო განათლების მიმართულებით, თანამედროვე მიდგომების გაცნობა და ქვეყანაში არსებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კოლეჯის და უნივერსიტეტის მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე ინფორმაცია სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში გაცვალეს.
 ??შეხვედრის შედეგებით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა და შეთანხმდენენ, რომ მათი თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

© Copyright 2020 College Panacea